ზაფხულის ახალი სეზონი ბაკურიანში

მაშინ, როდესაც ზაფხულის ცხელი მზე ქალაქში მოსვენების საშუალებას არ გაძლევთ, ჰაერის დამძიებული ნაწილაკები კი აქეთ-იქით ირევიან და თავს დაღლილად გაგრძნობინებენ, ერთადერთი რისი სურვილიც გიჩნდებათ, აქაურობისაგან თავის დაღწევა და უფრო წყნარ, გრილ და სასიამოვნო გარემოში მოხვედრაა, რომელიც განტვირთვის და დასვენების საშუალებას მოგცემთ.
ბაკურიანი სწორედ ის ადგილია რომელსაც ეძებთ! ზღვის დონიდან 1700 მეტრზე გაშენებულ ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ადგილას არა მხოლოდ განტვირთვის და დასვენების საშუალება გეძლევა, არამედ სუნთქავ სუფთა და ჯანსაღ ჰაერს, რომლის ნაკლებობაც ქალაქში ასე შემაწუხებლად იგრძნობა.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადგილი, სადაც დასვენებას ვაპირებთ , უნდა გვაძლევდეს საშუალებას მივიღოთ სრული რელაქსაცია და კომფორტი. სწორედ ასეთი ადგილია სასტუმრო “აისბერგი” , რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ შესანიშნავი, მყუდრო და ლამაზი გარემოცვით, არამედ უგემრიელესი კერძებითაც. ეს არის ადგილი, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზე.აქ  დაუვიწყარია დასვენება როგორც მეგობრებთან ისე ოჯახის წევრებთან ერთად.
ახლა კი სწორედ ის დროა დაიწყო ზაფხულის მოგზაურობა სასტუმრო აისბერგიდან და გახადო ისინი უფრო მრავალფეროვანი ჩვენთან ერთად. აქციო ჩვენთან გატარებული დღეები ნამდვილ დღესასწაულად და დაიმუხტო დადებითი ემოციებთ, რომელიც გაგყვებათ მთელი წლის განმავლობაში.
ბეჭდვა