ზამთრის ახალი სეზონი, უმშვენიერეს კურორტზე

უკვე ზამთარია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო შთაბეჭდილებების გაზიარების, დასვენებისა და თავგადასავლების დაუვიწყარი სეზონი. დამსვენებლებმაც ხელახლა მოაშურეს ბაკურიანის მთა-გორებს და დაიწყეს მისი სილამაზით ტკბობა, ადგილობრივებთან დამეგობრება და მოგონებების სკივრის გამრავალფეროვნება.

ამ დროს ბუნებაში ჩაფლულ სასტუმრო აისბერგშიც სასიამოვნო ფუსფუსია, რადგან დადგა დიდი ხნის ნანატრი სეზონი. სეზონი, როცა აისბერგის კარი ყველასთვის ფართოდ გაღებული, გარემო თეთრით მოსილი, თითოეული დამსვენებლის სტუმრობა კი განსაკუთრებით სასიამოვნო და ამაღელვებელია.

სასტუმრო აისბერგში თავს გრძნობ ოჯახურ გარემოში, სადაც სითბო, კომფორტი და სასიამოვნო გარემოა. აქ მზადდება ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძები, რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნო.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაკურიანი და აისბერგი, ეს არაჩვეულებრივი დუეტია. ესაა ზამთარი, თხილამურები, უგემრიელესი კერძები და სასიამოვნო დასვენებისთვის განკუთვნილი, საუკეთესო ადგილი.

მოგვიწონეთ