აისბერგი ანტარქტიდაზე და ბაკურიანში

აისბერგი ყინულის მთიდან ჩამოცურებული, წყალში მოტივტივე კუნძულია, რომლის 83-90 % წყალქვეშაა მოთავსებული და თვალით უხილავია, თუმცა ოკეანის თბილი წყლის გავლენით, ის ნელნელა დნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს უზარმაზარი ყინულის მასა ქრება.

აისბერგს სხვადასხვა შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს . თუ ის ლურჯი ფერისაა, ეს იმას ნიშნავს რომ იგი 1000 წელზე მეტხანს დაცურავს ოკენის წყლებში და იქცევს არაერთი მეცნიერისა თუ მეზღვაურის ყურადღებას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყინულის მთა უმეტესწილად ,,ტიტანიკის“ ჩაძირვასთან ასოცირდება, ის მაინც განსაკუთრებულია, რადგან დიდი რაოდენობით მტკნარ წყალს შეიცავს და გვალვიანი რეგიონებისთვის გადარჩენის ერთ-ერთ, შეიძლება ერთადერთ საშუალებას წამოადგენს.

ის გიგანტური, ერთი შეხედვით საშიში, თუმცა ძალიან საჭიროა. სწორედ აისბერგის ამ განსაკუთრებულმა მახასიათებელმა გვიბიძა, ჩვენი სასტუმროსთვის მისი სახელი გვეწოდებინა და გაგვეხადა ისეთი საჭირო, როგორც ყინულის უზარმაზარი კუნძულია,მცხუნვარე მზისა და გვალვიანი სეზონის დროს. ჩვენმა არჩევანმა კი ნამდვილად გაამართლა და დღეს , ჩვენი სასტუმრო სიყვარულითა და სითბოთი ხვდება თითოეულ დამსვენებელს და ნამდვილად აქარწყლებს იმ აზრს, რომ აისბერი სახიფათო, ყინულის ნაწილია, რომელსაც ადამიანებისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია და არავითარი ღირსება არ გააჩნია.

დღეს, ჩვენი სასტუმროს კედლებში იმალება საუკეთესო მომსახურება, სტუმართმოყვარეობა და სასიამოვნო გარემო,რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ თქვენი მოლოდინი.

თქვენ კი საქართველოს ულამაზეს ადგილას, უკვე საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ აისბერგი, თუმცა არა უზარმაზარი ყინულის მთა, არამედ ბაკურიანის ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სასტუმრო.

მოგვიწონეთ